ადმინისტრაციული სამართალი

წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ დავებში სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში. ნებისმიერი ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობა სათანადო აქტების გამოსაცემად.

კერძო სამართალი

წარმომადგენლობა ნებისმიერ კერძო სამართლებრივ დავებში. კლიენტის სახელით ურთიერთობა მესამე პირებთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების დროს.

ლიცენზიები, ნებართვები

დამკვეთის სახელით ნებისმიერი ლიცენზიისა და ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, მოთხოვნათა შესრულები უზრუნველყოფა და სახელმწიფო ორგანოებთან წარმომადგენლობა

სამშენებლო სამართალი

მშენებლობისა ნებრთვების მოპოვა, სამშენებლო პროცესის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. შენობა – ნაგებობის ექსპლუატაციაში შესასვლელად საჭირო პროცედურების განხორციელება.

გადახდისუუნარობის სამართალი

გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისა და გადახდიისუუნაროდ გამოცხადების მიზნით. საქმის წარმოების მმართველის დანიშვნის უზრუნველყოფა და სასამართლოში წარმომადგენლობა

საოჯახო სამართალი

1. ქორწინება; 2. განქორწინება; 3. საქორწინო კონტრაქტი; 4. ქონების გაყოფა მეუღლეებს შორის; 5. მშობლის მიერ ბავშვის ქონების განკარგვა; 6. ბავშვის წაყვანა საზღვარგარეთ დედის საცხოვრებლად; 7. არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; 8. ალიმენტთან დაკავშირებული საკითხები; 9. თანასაკუთრების საკითხები

სანივთო სამართალი

საკუთრების, იჯარის, იპოთეკის, გირავნობის, სერვიტუტი, უზუფრუქტი, აღნაგობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულების მომზადება და წარმომადგელობა კლიენტის ინტერესების დასაცავად.

ვალდებულებითი სამართალი

ქონების გადაცემასთან, სამუშაოს შესრულებასთან, მომსახურების გაწევასთან, ზიანის მიყენებასთან, უსაფუძვლო გამდიდრებასთან და სხვ. დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთობები.

შრომის სამართალი

შრომით ხელშეკრულებების მომზადება, შესაბამისი ბრძანებებისა და აქტების მომზადება, სასამართლო წარმომადგენლობა.

საბანკო და სადაზღვევო სამართალი

საბანკო და სადაზღვევო ურთიერთობებში კლიენტთა წარმომადგელობა. სასამართლო დავების უზრუნვეყოფა.

საკორპორაციო სამართალი

კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის, წესდების და სხვა დოკუმენტების მომზადება, კომპანიაში განსახორციელებელი ნებისმიერი ცვლილების უზრნველყოფა, საჯარო რეესტრში რეგისტირირება. რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის პროცესისი უზრუნველყოფა

არბიტრაჟი და მედიაცია

MALC–ის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ ხორციელდება დავების ალტერნატიული გზებით გადაწყვეტა (არბიტრაჟი და მედიაცია) კვალიფიციური და გამოცდილი არბიტრების მიერ. დავის განხილვა ხდება შემჭირდოვებულ ვადებში.

ლტოლვილი, ბინადრობა, მოქალაქეობა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველშო თავშესაფრის, ბინადრობისა და მოქალაქეობის მოპოვების საკითხებში სრული იურიდიული წარმომადგენლობა, განცხადებების წარდგენა ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლო წარმომადგენლობა.

მოძრავი და უძრავი ქონების საკითხები

უძრავ და პირად (მოძრავ) ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ხელშეკრულებების მომზადება; წარმომადგენლობა გარიგების დადებაში; უძრავი ქონების საკუთრების შეძენა და ქონების პრივატიზაცია. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქონების შეძენისა და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების უზრუნველყოფა.

იურიდიული დაზღვევა

ფიზიკურ და იურიდიული პირებთან იურ. მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მეშვეობითაც ყოველთვიური მინიმალური საფასურის გადახდის სანაცვლოდ ხორციელდება იურ. მომსახურების გაწევა 24 საათის განმავლობაში. კლიენტს ყავს პირადი იურისტ–კონსულტანტი, რომელიც ახორციელებს მის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას.

სააღსრულებო საქმისწარმოება

აღსრულების ეროვნულ ბიუროში კლიენტის წარმომადგენლობა, სააღსრულებო ფურცლის დროულად გამოწერაზე ზედამხედველობა და კერძო აღმასრულებელთან თანამშრომლობა ვალდებულებათა დრულად შესრულების მიზნით.