კომპანიის დირექტორი. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გამოცდილი მენეჯერი. თავშესაფრის, მიგრაციის, უსაფრთხოების, საგარეო ურთიერთობების, განვითარების, ინტეგრაციის მიმართულებით 26 წლიანი სახელმწიფო ინსტიტუტებში მუშაობის სტაჟით, მათ შორის მენეჯერის თანამდებობებზე დაახლოებით 15 წელი. მრავალფეროვანი ეთნიკური, კულტურული, რელიგიური და სოციალურ-ეკონომიკური წარმოშობის ჯგუფებითან მუშაობის გამოცდილებით. დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენით.
დოქტორი კოკაია არის წამყვანი კონსულტანტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში თავშესაფრის, ბინადრობისა და მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით.
სამუშაო გამოცდილება:
2018 - დღემდე - MALC– ის დირექტორი
03.2014 - 08.2018 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხთა დეპარტამენტის უფროსი
2012-2013 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
11. 2005-2012 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი
06.2003-11.2005- თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს პარლამენტი
09.2001-01.2002 - საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის საქმეთა დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი
01.1998 - 07.1999 - საგარეო პოლიტიკის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ატაშე
განათლება:
2001-2005 - საერთაშორისო სამართლის დოქტორი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია, მოსკოვი, რუსეთი.
1999-2001 - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი. რუსეთის საგარეო საქმეთა დიპლომატიური აკადემია, მოსკოვი, რუსეთი.
1992-1999 - საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. თბილისი, საქართველო. ინტენსიურად მომზადდა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.