16 Jun
16Jun

1. საქართველოში ხშირად უცხოელები ფინანსურ ოპერაციებს (ფულის გასესხება, ბიზნესის დაფინანსება, რაიმის შესყიდვა) აწარმოებენ ზეპირი გარიგებით ან უკეთეს შემთხვევაში ხელწერილის საფუძველზე, რომელიც არ არის ნოტარიულად დამოწმებული. ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს მსგავს საფინანსო ოპერაციებს და ხელწერილებს იურიდიული ძალა არ ააჩნიათ. გირჩევთ მსგავსი ოპერაციები აწარმოოთ იურისტის ან ნოტარიუსის მეშვეობით.

2. რიგ შემთხვევებში ფინანსური ხელშეკრულების დადებისას შპს-ებთან გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით შპს პასუხს აგებს მხოლოდ მისი ქონებით და არა მისი დამფუძნებლის ქონებით, ამიტომ აუცილებელია მოითხოვოთ მისგან უზრუნველყოფა იმ კაპიტალის რაზეც დებთ ხელშეკრულებას.