უძრავი ქონების შეძენისას დიდი დაკვირვება და ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება გვმართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ფინანსური ზარალიც ნახოთ და ძალიან დიდ უსიამოვნებაშიც გავეხვიოთ. ბევრი ემიგრანტი ცდილობს შეიძინოს საქართველოში ბინა და მათ უწევთ ნდობით აღჭურვილი პირის ან ოჯახის წევრის მეშვეობით გააფორმონ ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიებთან. ხშირ შემთხვევაში საამშენებლო კომპანიებს თავიანთ ინტერესებზე აქვთ კონტრაქტები მორგებული. მაგალითად არ არის გათვალისწინებული ვადაში არ ჩაბარების შემთხვევაში რა სანქციები დაეკისრებათ, არაფერია საუბარი ხარისხზე და ა.შ. აუცილებლად უნდა გაარკვიოთ:
- შენობის სტატუსი (მიღებულია თუ არა ექსპლოტაციაში)
- თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ ექსპლოტაციაში არმყოფი შენობის შეძენას მერიისგან უნდა გამოითხოვით შემდეგი საბუთები:
- სამშენებლო პარამეტრების გაზრდასთან დაკავშირებული პარამეტრები;
- სამშენებლო კომპანიის დავალიანებასთან დაკავშირებული დოკუმენტები;
- შენობის შემოწმების შესახებ არსებული დოკუმენტები, კერძოდ როდის შემოწმდა აღნიშნული შენობა, რა სახის დარღვევები იქნა აღმოჩენილი და გამოსწორდა თუ არა, დაეკისრა თუ არა ჯარიმა სამშენებლო კომპანიას და გადაიხადა თუ არა;
- გადაამოწმეთ საკადასტრო კოდი და აუცილებლად გაარკვიეთ დატვირთულია თუარა სხვადასხვა ვალდებულებებით;
- ბრმად ნუ ენდობით მაკლერს. ზოგჯერ უძრავი ქონების სააგენტოებიც აზარალებენ ბინის მყიდველებს. როდესაც თანხა წინასწარ გამოურთმევიათ, გასაყიდი ბინა ძალიან კარგად დაუხასიათებიათ, სულ სხვა ქონება უჩვენებიათ, მერე კი – სულ სხვა გადაუფორმებიათ. შესაძლოა, თაღლითი მაკლერი გამყიდველთანაც იყოს შეკრული, ამიტომ ბრმად არავის ენდოთ. ყველაფერი თავად უნდა გადაამოწმოთ და ფრთხილად იყოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მაკლერს კარგად არ იცნობთ.
სხვა შემთხვევაში თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ მოტყუებული.