თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი მოთხოვნები და დაადგინა, რომ დაუშვებელია დაუსაბუთებელი მიზეზებისა და გარემოებათა ყოველმხრივი, სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე შეიზღუდოს პირის უფლება კანონიერად იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიიღოს განათლება. მოცემული გადაწყვეტილება უკვე შესულია კანონიერ ძალაში და MALC-ის იურისტების მხარდაჭერით მოსარჩელეს მიეცა უფლება ისწავლოს საქაართველოში და მიიღოს უმაღლესი განათლება.