ცენტრს დახმარებისთვის მიმართა საქართველოს მოქალაქე ი.ტ.-მ, რომელსაც ბრალდების მხარე ედავებოდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა, 19, 109 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ესეიგი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული დანაშაული უალტერნატივოდ ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-იდან 17-წლამდე. სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულისა და მოწმეების კრიტიკული დაკითხვის შედეგად, დაცვის მხარემ, რომელსაც წარმოადგენდა ცენტრის გამოცდილი ადვოკატი ვაკო მაჭარაშვილი, გამოკვეთა და დაადასტურა, რომ ი.ტ. არ მოქმედებდა ვინმეს მოკვლის ან სხეულის დაზიანების განზრახვით. დაცვის მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა, რომ ი.ტ. მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და სტრესული ვითარების გამო, შემთხვევით გასცდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. ეს ქმედება კი წარმოადგენს დანაშაულს რაც გათვალისწინებულია, საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით და სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით (ამასთანავე ამნისტირებულია თანახმად ,,ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი„-სა).
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებული ი.ტ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დამამძიმებელ გარემოებებში განხრახ მკველობის მცდელობა, ოჯახის წევრის მიმართ) და გამტყუნდა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით და განთავისუფლდა სასჯელის მოხდისგან თანახმად ,,ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი„-სა, შესაბამისად განაჩენის გამოცხადების დღესვე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს.
ცენტრი მადლობას უხდის ბატონ ვაკო მაჭარაშვილს მისი დაუღალავი შრომის გამო, რის შედეგაც ი.ტ. ამჟამად თავისუფალია.