უკვე წლებია ასობით ათასი საქართველოს ამოქალაქე ცხოვრობს და მოღვაწეობს საზღვარგარეთ, მათი მდგომარეობაც ერთმანეთისგან განსხვავებულია, ბევრმა მოახერხა და საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, ბევრის მდგომარეობაც უკეთესის სურვილს ტოვებს. წლების განმავლობაში საქართველოდან შორს მყოფ ქართველებს დაუგროვდათ ან გაუჩნდათ საკითხები, რომლის დროულ მოგვარებასაც საჭიროებენ, კერძოდ:
- მიწის რეგისტრაცია;
- ბანკთან ურთიერთობები;
- განქორწინება;
- ალიმენტის დაკისრება;
- ქონების გაყოფა;
- სხვადასხვა დოკუმენტის მომზადება და გაგზავნა;
- დოკუმენტების ნოტარიული წესით დამოწმება;
- არქივებიდან საბუთების გამოთხოვა;
- კონტრაქტების შედგენა და ანალიზი;
- საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრების უფლებების დაცვა;
ჩვენი კომპანია მზადაა უცხოეთში მყოფ ქართველებს ამ და სხვა საკითხებში დისტანციური დახმარება გაუწიოს, ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ საადვოკატო ოფისებთან რაც საშუალებას გვაძლევს პარტნიორებთან ერთად დავიცვათ თქვენი უფლებები იმ ქვეყანაში სადაც იმყოფებით.